ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თათანაანთ უბანში გაზი აფეთქდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის სამზარეულო დაზიანდა. – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, სამზარეულოში გამავალი გაზის მილი თაგვმა გადაღრღნა და დააზიანა. გაზის ანთების დროს კი აალება მოხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

