“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განმარტა, თუ რატომ დატოვა პარტია ნიკა ობოლაძემ. მისი თქმით, ყოფილმა თანაგუნდელმა მათთან საკუთარი თავი ვერ იპოვა:
„ნიკა ობოლაძე მცირე ხნით იყო პოლიტიკურ პარტიაში და მან თავისი თავი აქ ვერ იპოვა, ძალიან სამწუხაროა. მისი სუვერენული უფლება იყო მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, წარმატებებს ვუსურვებ სადაც გააგრძელებს საქმიანობას.
“ნაციონალური მოძრაობა” უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანებაა და ამ პარტიის შიგნით ყოველთვის იარსებებს განსხვავებული პოზიციები, რის გარშემოც იქნება მსჯელობა”, – განაცხადა მელიამ.