ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნება” არაფრის ფასად არ აპირებს ევროპული პერსპექტივის მიღებას – ხოშტარია მურუსიძის დანიშვნაზე

“ქართული ოცნება” არაფრის ფასად არ აპირებს ევროპული პერსპექტივის მიღებას და მას ურჩევნია პოლიტიკურად დევნოს ოპონენტები, გაანადგუროს მედია, მართლმსაჯულების სისტემა” – ამის შესახებ დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ , “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

“დღეს იმართება ნიკა გვარამიას სააპელაციო სასამართლოს ბოლო სხდომა, პროცესი, რომელმაც პრაქტიკულად ევროპას გაუგზავნა მკაფიო გზავნილი, რომ ქართული ოცნება არაფრის ფასად არ აპირებს ევროპული პერსპექტივის მიღებას და მას ურჩევნია პოლიტიკურად დევნოს ოპონენტები, გაანადგუროს მედია, მართლმსაჯულების სისტემა, სცემოს საკუთარი მოქალაქეები, დევნოს აქტივისტები, ოღონდ შეინარჩუნოს ძალაუფლება და დააკარგვინოს ჩვენ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა.

მე არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო, რომელიც სამარცხვინოდ იქცეოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაიმე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მივმართავ ჩვენ საზოგადოებას, ოპოზიციას, ყველა მოქალაქეს, რომლის კისერზეცაა ჩვენი ევროპული მომავალი, ქართულ ოცნებას არ ეკუთვნის ჩვენი სახელმწიფო, ეს სახელმწიფო გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენ აქტიურობაზეა დავთმობთ თუ არა ამ მომავალს. არ უნდა შევხვდეთ გულგრილობით მსგავს მტკივნეულ გადაწყვეტილებებს”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

იტვირთბა....