ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია გვარამიას სასამართლო პროცესს გამოეხმაურა, რომელიც სააპელაციო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული. ბრიფინგზე მელიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში “მთავარი არხის” დირექტორი პატიმრობაში არ იქნებოდა:
“სასამართლო სამართლიანი რომ არსებობდეს ქვეყანაში, ნიკა გვარამია დღეს პატიმარი არ იქნებოდა, გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივი, ბანალურია, მაგრამ ეს ასეა. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება თუ არა დღეს მიღებული ივანიშვილის მხრიდან, ან როგორი იქნება, ამას ვნახავთ, მაგრამ ნიკა გვარამიას გათავისუფლება ამ რეჟიმს მოუწევს”, – თქვა ნიკა მელიამ.