ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფეისბუკზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო ესროლეს” – მარნეული მომხდარ დაჭრაზე ახლი დეტალები ვრცელდება

ქვემო ქართლში მამაკაცი დაჭრეს – შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში მოხდა. დაშავებულს 4 ტყვია ქვედა კიდურების არეში აქვს მოხვედრილი.

არიფ აზიზოვს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

პოლიციამ უკვე ამოიღო შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული მარკეტის ვიდეოკამერების ჩანაწერები.

კურიერის ინფორმაციით, თავდასხმის დროს დაზარალებული მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც არიფ აზიზოვის ძმა ამბობს, დაჭრა მის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო-მიმართვას უკავშირდება. შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.

იტვირთბა....