ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“8 თვე შესრულდა, რაც უკრაინელი ხალხი გმირულად ებრძვის რუსულ ურდოს!” – რას წერს პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მოვიდა ორშაბათ დილიდან ცხელ-ცხელი და კარგი ამბებით!
დღეს 8 თვე შესრულდა, რაც უკრაინელი ხალხი გმირულად ებრძვის რუსულ ურდოს! ბევრი ტკივილი, უბედურება, ნგრევა და ტანჯვა ნახა ამ ხნის განმავლობაში უკრაინელმა ხალხმა, მაგრამ ამ ომში იშვა დიდი უკრაინული ერი და ევროპაში ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმია, რომელიც უკვე დღეს წარმატებით უტევს მტერს და ათავისუფლებს ათასობით კილომეტრებს რუსული ოკუპაციისგან!
დიდება უკრაინას! დიდება და მადლობა უკრაინელ და ქართველ გმირებს!
ახლა კი ცინცხალი ამბები, მაგრამ სანამ უკრაინისას ვიტყვით, ჯერ ურდოსტანის უნდა გახაროთ:
ცოტა ხნის წინ ეისკში რო დეენარცხა რაკეტებით გაძეძგვილი სუ-34 საცხოვრებელ სახლს, ხომ გახსოვთ?! ახლა გუშინ უკვე ირკუტსკში დაასკდა ორსართულინ სახლს სუ-30! პილოტები დააწვენ ეგრევე იოსიას კონცერტზე! რავარია მსოფლიოს მეორე არმია? კვირაში 2-ჯერ საბრძოლო თვითმფრინავები ცვივა საცხოვრებელ სახლებზე! ერთი ათასად!
ამ პერმში ხო აგიზგიზდა გუშინ ქარხანა, საცა რაკეტებს ამზადებდნენ? ჰალალია!
ბარემ აქვს გეტყვით! ისრაელი მაინც ისრაელია და ცაჰალი ცაჰალია! სირიაში ხიეს ირანული დრონების ასაწყობ ქარხანას და ბუნდღა არ დატოვეს მისგან! ვსე ირანცი პროსტა ფსიხ!
ახლა უკრაინა:
ესეიგი, იმდენი ქნეს ამ დონეცკის ბახმუტში ამ ურდოს ვაგნერელებმა, სანამ არ გამოტყუებს ჩვენებს ერთი გემრიელი კონტრიერიში და კუდით ქვა ასროლინეს 2 კილომეტრზე! პოვარ პრიგოჟინის რუსულ ოცნებას ასრულება არ უწერია უკრაინაში!
ხერსონის მიმართულებაზეც საინტერესო ამბებია: იმ ფონზე, რომ ჩვენები უტევენ ინტენსიურად, რეალურად იცლება ხერსონიც, ბერისლავიც და კახოვკაც! ჯერ კიდევ რჩება ხერსონში 100-120 ათასი მშვიდობიანი მაცხოვრებელი, მაგრამ პროდუქტების მაღაზიები დაცლილია, ინტერნეტ ოპერატორებმა მუშაობა შეეყვიტეს და გაულიატერებს ხო საერთოდ ნახავ! ვინც ცხვირს გამოყოფს და პარტიზანები აბაბანებენ შუა ქუჩაში დღისით მზისით! ჰაერში აფრინდება ალიგატორი კა-52 და დამიწება არ აცდება! გუშინაც ასე იყო! ბრძოლის ველზე ჩვენს ქართველ ბიჭებს თუ ვაგნერელები ჩაუვარდნენ, კი ნახავდით ვიდეოს, როგორ ჯგუფებად აგზავნიან კობოზნ მდელოზე! პროპაგანდონებიც აგრძელებენ და ხმას უწევენ, თუ ხერსონის დაცვას უნდა შეაკვდეს ათასობით ჩვენიანიო, ჯობია სხვაგან გავიყვანოთ და იქ გავმაგრდეთო!
თუ ხერსონში გუშინწინ აღარ იღებდნენ რუბლებს, გუშინ ზაპოროჟიეს მელიტოპოლში გაბონდა რაშკას ფულიკები! მხოლოდ ჰრივნებიო, მააშ!
ლუჰანსკის მიმართულებაზე ურდოს სამხედრო ბლოგერებმა დაწერეს კრემენნოესთან დამძიმდა მდგომარეობა და უკრაინელების წინსვლის შეჩერებას ცდილობენ ურდოსიკებიო! ჩვენები ჯერ საინფორმაციო დუმილს ამჯობინებენ! ოკ, მოვიცდით!
შოიგუ ააწრიალა მსოფლიო! ჩამოურეკა ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს, არიქა უკრაინელები ბინძური ბომბის აფეთქებას აპირებენ და მერე ჩვენზე დაბრალებასო! ეს შეიძლება საკმაოდ სახიფათო წინასამზადისიც იყოს, რომ თავად ჩაიდინონ მსგავსი უბედურება და მერე ჩვენებს დააბრალონ! არავინ ჭამს მაგას! და ყველას პასუხია, რომ რეაქცია იქნება დამანგრეველი რუსეთისთვის!
დმიტრო კულება ესაუბრა ბლინკენს, ხოლო რეზნიკოვი – ოსტინს! ყველა ყველაფრის საქმის კურსშია და მიდის მსჯელობა დამატებითი საბრძოლო საშუალებების მოწოდებაზე!
კანცლერი შოლცი და ევროკომისიის პრეზიდენტი ერატობლივად გამოქვეყნებულ წერილში ამბობენ, რომ საჭიროა მარშალის გეგმა უკრაინისთვის ახლავე შემუშავდეს, რომ დროულად დაიწყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი უკრაინის რეაბილიტაცია და აღდგენა!
იტალიის უკვე ოფიჩიალე პრემიერ მინისტრმა ჯორჯა მელონიმ, ბოლომდე უკრაინის გვერდიატ ვართ და ვიქნებითო! სხვათაშორის, 50 წლის მანძილზე გუშინ შესრულდა პირველი კვირა, როცა იტალიას რუსული გაზი არ შეუსყიდია!
ჩვენი ძმები ბრიტანელები როგორც არ უნდა დალაგდნენ ახალ პრემიერთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ 42 წლის ყოფილი ფინანსთა მდივანი რიში სუნაკი გახდება (ბორის ჯონსონმა, არ იქნება სწორი ისევ რო ვიბრძოლო პრემიერობისთვისო), უკრაინის მხარდაჭერა არ შენელდება!
დაბოლოს ჩინეთი – სი ძინპინმა სრულად დაიქვემდებარა დიადი და დიდი კომუნისტური პარტია! ბოსებს შოღის ბოსების შვიდეულში ყველა მისი კაცია! მაო ძედუნის მერე მსგავსი ძალაუფლება არავის ჰქონია! ემთხვიენ პირველები მილოცვით პუტლერი, ლუკაშა და დედას ბუშტი კიმ ჩენ ინი! კაი საძმოა, ვერაფერს იტყვი!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიჯვდილი მტერს!”-  წერს პეტრიაშვილი.

იტვირთბა....