დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის აღარ იბრძოლებს.
ამასთან, ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებს.
“ძალიან კარგი შანსია, რომ კონსერვატიული პარტიის წევრებთან ერთად არჩევნებში წარმატებას მივაღწიო და პარასკევს მართლაც დავბრუნდე დაუნინგ სტრიტზე. თუმცა, ბოლო დღეებში მივედი დასკვნამდე, რომ ეს ქმედება ჩემი მხრიდან უბრალოდ არასწორი იქნება – ეფექტურ მართვას ვერ შეძლებ, თუ პარლამენტში გაერთიანებული პარტია არ გეყოლება”. – თქვა ჯონსონმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ თრასმა 45-დღიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობა დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთში წელს უკვე მეორედ, კონსერვატიული პარტიის დეპუტატები პარტიის თავმჯდომარესა და ქვეყნის პრემიერმინისტრს აირჩევენ. დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

