ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსებს ხერსონის ოლქიდან უკრაინელი შშმ ბავშვები ყირიმში იძულებით მიჰყავთ

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ რუს ოკუპანტებს ხერსონის ოლქიდან უკრაინელი შშმ ბავშვები ყირიმის ნახევარკუნძულზე იძულებით გადაჰყავთ.

მისი თქმით, რუსებმა მსგავსი ქმედების გამო მკაცრი სამართლებრივი პასუხი უნდა მიიღონ.

„რუსები აგრძელებენ უკრაინელი ბავშვების გატაცებას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამჯერად ისინი იძულებით იტაცებენ შშმ ბავშვებს, რომლებიც ხერსონის ოლქის ოლეშკივის ბავშვთა პანსიონატში ცხოვრობენ.

რა მოხდება ამ ბავშვებთან დაკავშირებით, ამჟამად უცნობია, მაგრამ რუსეთი სისტემატურად იტაცებს და ასახლებს ჩვენს ხალხს, იმეორებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წარსულში ჩადენილი დანაშაულის უარეს პრაქტიკას. მსგავსი ქმედებების გამო მათ მკაცრი სამართლებრივი პასუხი უნდა მიიღონ, ეს ფაქტობრივად უკრაინელების გენოციდია“, – განაცხადა ერმაკმა.

იტვირთბა....