ახალი ამბები მსოფლიო

ისრაელმა სირიაში ირანული დრონების ქარხანა გაანადგურა

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა სირიაში ირანული დრონების ქარხანა გაანადგურეს.

ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სირიული ცენტრის ცნობით, განადგურებულ ობიექტში იყო დანადგარი, რომელიც სწორედ უპილოტო საფრენი აპარატების ასაწყობად გამოიყენებოდა. არსებობს ვერსია, რომ დრონები ირანში მზადდება, შემდეგ კი დაშლილ მდგომარეობაში სირიაში გადააქვთ სადაც მათ საბოლოოდ აწყობენ.

იტვირთბა....