ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რესურსის კრახი რუსულ ჯარში – ოკუპანტებს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აღჭურვილობა არ აქვთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ხერსონის მიმართულებით მობილიზებულ რუსებს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აღჭურვილობა აკლიათ.

“რუსეთის სამხედრო სარდლობას მობილიზებული მოქალაქეების მატერიალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ასე რომ, ხერსონის მიმართულებით მობილიზებული რუსი სამხედროები გამოირჩევიან ცუდი აღჭურვილობით, უმრავლესობას არ აქვს სამხედრო ფეხსაცმელი და უნიფორმისა და აღჭურვილობის სხვა ელემენტები,” – განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენერალური შტაბის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მობილიზებული პერსონალი ომში ოპერატიული სიტუაციის გათვალისწინებით იგზავნება, სარდლობა მათი მზადყოფნის დონეს არ ითვალისწინებს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ფრონტის ხაზის შენარჩუნებას ცდილობს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება “რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად” მოიხსენია.

პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

იტვირთბა....