საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ნაბიჯები, რაც ართულებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს არის „ძალიან ცუდი“.
როგორც მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ გზავნილშია ნათქვამი, ახლა ახლა „ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი“ და ვიაროთ „ახლო გამარჯვებამდე“.
„ყველანაირი ნაბიჯი, რაც ართულებს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობას და ასევე რიტორიკა არის ძალიან ცუდი ჩვენი ორი მოძმე ხალხის მომავლისათვის. ჩემთვის ეს პიროვნულად ძალიან მტკივნეულია, არ მეგონა თუ აქამდე მივიდოდა საქმე, ახლა პირიქით ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი და ვიაროთ ძალიან ახლო გამარჯვებამდე“, – ნათქვამია სააკაშვილის „პოსტში“.