რუსეთის ქალაქ ირკუტსკში 2-სართულიან საცხოვრებელ სახლს სამხედრო თვითმფრინავი დაეცა, რის შედეგადაც ორივე მფრინავი დაიღუპა. საუბარია SU-30-ის ტიპის თვითმფრინავზე.
როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ავიაკატასტროფის შედეგად, სახლის მცხოვრებლები არ დაშავებულან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ გამანადგურებელი საცდელ ფრენას ახორციელებდა, როდესაც კატასტროფა განიცადა. ჩამოვარდნის შემდეგ ადგილზე ხანძარი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ადგილზე მუშაობენ.