სასამართლო კლანი ძლიერდება – იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 276-მა წევრმა მიიღო.
სააპელაციო სასამართლოს მოქმედმა უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ 268 ხმა მიიღო. გვრიტიშვილი კი 267 ხმით აირჩიეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.
ცნობისთვის, მურუსიძემ კანდიდატად საკუთარი თავი თვითონ წარადგინა და მოტივი მის მიმართ არსებული ბრალდებები დაასახელა. მისი თქმით, სურს უმაღლესი ორგანოდან გასცეს პასუხი ოპონენტებს.