ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რა შემთხვევაში დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი – პოდოლიაკის განმარტება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ომის დასრულების ერთადერთი გზა რუსეთის მხრიდან უკრაინის დატოვებაა.

“საფუძვლების შეხსენება.

  1. რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა სუვერენულ ქვეყანაში.
  2.  რუსეთის ფედერაცია ქალაქებში რაკეტებს უშვებს.
  3. რუსეთის ფედერაცია ანადგურებს ენერგეტიკულ ობიექტებს მილიონობით ადამიანის გაყინვის მიზნით.

სხვა ტირანები უყურებენ. ომის დასრულების ერთადერთი გზა რუსეთის მხრიდან უკრაინის დატოვებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, 21-ე საუკუნე იქნება სისხლიანი კონფლიქტების ხანა,” – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

იტვირთბა....