ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეს არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის – სამადაშვილი უკრაინის მიერ დადებულ სანქციებზე

“ლელოს” პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის თქმით, ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესება ბოლო გაფრთხილებაა ოლიგარქისთვის. მისი თქმით, უკრაინას არ ადარდებს ოცნების ბოლო პასუხი, რადგან კარგად იციან, რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი:

“მთავარი ამოცანა, რაც დღეს მმართველ პოლიტიკურ ძალას, ანუ ივანიშვილის პროექტს აქვს, ეს არის ივანიშვილის კერძო ინტერესების დაცვა, თუნდაც ეს იყოს სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. ეჭვი მეპარება, რომ უკრაინის ხელისუფლებას ადარდებს რეალურად „ქართული ოცნების“ პასუხი. იმიტომ რომ მათ, როდესაც ასეთ ნაბიჯს დგამენ, ძალიან კარგად იციან, რისთვის დგამენ და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის, რომ ისიც პოტენციურად მოხვდება დასანქცირების სიაში, თუ არ შეიცვლება პოლიტიკა” – აღნიშნა სამადაშვილმა.

იტვირთბა....