მოსკოვის მახლობლად “ტექნოპარკის” საწყობს ცეცხლი უკიდია. ხანძრის ფართობი 2 ათასი კვადრატული მეტრია. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
“იყო საწყობის მშენებლობა, შიდა სამუშაოები, საწყობში არაფერი იყო, მსხვერპლი არ არის”, – ნათქვამია განცხადებაში.