ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ომში ჩათრევის ვერსია სისულელეა, სააკაშვილის თანაგუნდელები აქ ვერ მუშაობენ ეფექტიანად, თორემ უკრაინაში კვალიფიციური გუნდი ჰყავს – ხვიჩია

ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებას “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია ეხმაურება და “ოცნების” ნარატივს, საქართველოს ომში ჩართვის შესახებ სისულელეს უწოდებს. როგროც ხვიჩია აცხადებს, რომ სანქციების დაწესებაში სააკაშვილის მეგობრების კვალი იკვეთება, რომლებიც ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობენ, ვიდრე ამას საქართველოში მყოფი თანაგუნდელები აკეთებენ:

„ომში ჩათრევის ვერსია სისულელეა. რეალური ვერსია მგონია, რომ არის ის, რაზეც ვაფრთხილებდით “ქართულ ოცნებას” – მიხეილ სააკაშვილი ციხეში ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესში გვექნება პრობლემები. სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისუფლებაში იყოს. მისი თანაგუნდელები საქართველოში მაინცდამაინც ეფექტიანად ვერ მუშაობენ, მაგრამ ბევრად უფრო კვალიფიციური თანაგუნდელები ჰყავს უკრაინაში. ისინი უსაქმოდ არ სხედან. თუ ამ პროცესიდან გამოსვლა გვინდა, რასაც ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი უცხოეთში, ეს იყო გასაკეთებელი. შეიძლებოდა, რომ უცებ გაჩენილიყო სანქცირებულთა სიაში ისეთი გვარები, ვისზე საჯარო სივრცეში საუბარიც არ ყოფილა? ცხადია, რომ ამაში მიხეილ სააკაშვილის მეგობრების კვალი გამოიკვეთება. განსახვევებით თბილისისგან, ეს ხალხი იქ უსაქმოდ არ იჯდება”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იტვირთბა....