უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ხერსონის ოლქის დროებით დაპყრობილ ნაწილში სამხედრო დანაკარგების შესავსებად და ფრონტის ხაზზე დანაყოფების გასაძლიერებლად 2000-მდე მობილიზებული ჯარისკაცი ჩაიყვანა.
“მტერი არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების ჩატარების მცდელობებს ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით. გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს რუსი დამპყრობლების თავდასხმები ლუგანსკის ოლქში. ამასთან, გასული დღის განმავლობაში მტერმა 3 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა განახორციელა. 15-ზე მეტი დასახლება დაიბომბა. ოკუპანტებმა სლობოჟანსკი, კუპიანსკი და ავდეევკა დაბომეს“, – ნათქვამია მოხსენებაში.