ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მილანში რუსი გუბერნატორის შვილი უმძიმესი ბრალდებით დააკავეს – მამაკაცს 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება

17 ოქტომბერს, მილანის მალპენსას აეროპორტში, აშშ-ს მოთხოვნის საფუძველზე, კრასნოიარსკის გუბერნატორის შვილი, 30 წლის არტემ უსი დააკავეს.

როგოც ცნობილია, ის სტამბოლის მიმართულებით მიმავალ რეისზე აპირებდა ჩაჯდომას.

მამაკაცი, რომელსაც 30 წლიანი პატიმრობა ემუქრება, ამჟამად ბუსტო არსიზიოს ციხეში იმყოფება. 21 ოქტომბერს იგი სააპელაციო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, სადაც მისი ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მის წინააღმდეგ გაცემული ორდერი ეხება დანაშაულთა სერიას, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება. მასთან ერთად დაკავების ბრძანება გაცემული იყო უსის თანამემამულეების იური ორეხოვის, სვეტლანა კუზურგაშევას, ტიმოფეი ტელეგინის, სერგეი ტულიაკოვის, ასევე და ვენესუელელი ნავთობის მოვაჭრეების ხუან ფერნანდო სერანო პონსესა და ხუან კარლოს სოტოს მიმართ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:exclusivetv

იტვირთბა....