ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფიზიკური ანგარიშსწორება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა – რუსთავში მამაკაცი ქალის ცემის გამო დააკავეს

რუსთავში მამაკაცმა ქალს სცემა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით ახალგაზრდობის პარკის მიმდებარედ, 35 წლამდე ქალსა და მის მეგობარს, 45 წლამდე მამაკაცს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მამაკაცმა ქალს სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა.

მომხდარზე გამოძიება სსკ 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.

იტვირთბა....