„უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფი შეწყვეტა რუსეთის ფედერაციისთვის სახის გადარჩენის ერთადერთი გზაა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს.
“რუსული ჯარები უკან იხევენ. რუსულ მრეწველობას რესურსები აკლია, ეკონომიკა იშლება და საომარი მოქმედებების სასწრაფო შეწყვეტა რუსეთისთვის სახის გადარჩენის ერთადერთი გზაა”,- აცხადებს ერმაკი.
ამ მიზნით, მისი აზრით, კრემლი მზად არის მიმართოს ბირთვულ შანტაჟს.
„აგრესორი არ შეიძლება იყოს მშვიდობისმყოფელი… ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა დაიწყოს ჩვენი ხელშეუხებლობის პატივისცემით. სუვერენიტეტი და ჩვენი საზღვრების მთლიანობა – ამის გარეშე ევროპული უსაფრთხოება ყოველთვის დამოკიდებული იქნება კრემლში მცხოვრებთა ახირებაზე“, – აცხადებს ერმაკი.