კახეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მეორეკლასელ მოსწავლეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. გამოკითხულია დაზარალებული მოსწავლე და მისი მშობელი.
როგორც არასრულწლოვანის დედა აცხადებს, მის შვილზე ჯერ თანაკლასელმა, შემდეგ კი კლასის დამრიგებელმა იძალადა. ბავშვს დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. მშობელი აცხადებს, რომ ზეწოლა მოსწავლეზე ახლა დირექტორის მხრიდან დაიწყო.