რუსმა სამხედროებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ხარკოვში აფეთქებების სერიაა“, – აღნიშნა მერმა და ქალაქის მცხოვრებლებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.
ინფორმაცია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმაც დაადასტურა და მოსახლეობას თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა.