ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პუტლერა არაა ცუდი კაცი, თანაც ბირთვული რაკეტები აქვს და ზელე უნდა მოელაპარაკოსო” – რას წერს ბუკა პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“აბა დილა მშვიდობისა მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN დილიდან თქვენთან არის ახალი ამბებით!
ხერსონის მიმართულებაზე გვაქვს გარკვეული წინსვლა, მაგრამ ამას ვერ დაერქმევა, რომ “შტურმი ხერსონზე დაწყებულია”!! ურდოს არტილერია მუშაობს მძიმედ ჩვენი მიმართულებით. ასე რომ როგორც მიკოლაევი-ხერსონის, ისე ბერისლავი-კახოვკის მიმართულებით ამჟამად ძირითადად მიდის არტილერიული დუელი!
კოლაბორანტები თავისი ოჯახებით გაიქცნენ ბერისლავიდან და გარბიან ხერსონიდანაც! იცლება ხერსონი სერიოზულად! არის ფაქტებიც და ვარაუდებიც, რომ გადიან ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფებიც! სამაგიეროდ დადასტურებული ინფორმაციით სერიოზული ტექნიკა რჩებათ ჩვენებს ალაფის სახით, რაც უფრო წინ მიიწევენ! ურდოსიკებითაც ივსებათა ტყვეების გაცვლითი ფონდი!
გუშღამ ანტონოვის ხიდის მიდამოებში მიცხეს ჩვენმა გაუმარსებმა! წავიდა ახალი შემადგენლობა იოსია კობზის კონცერტზე! რუსი პროპანგანდონები აქაც ფეიკით ცდილობენ შეფუთვას, მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავენ ნაცისტებიო!
პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნოვა კახოვკის ჰესი შეიძლება იყოს დანაღმული. რუსებმა საინფორმაციო ომის პირობებში გააქტიურეს ვერსია, რომ ჩვენები გეგმავენ აფეთქებას და დაიტბორება 5 მეტრიანი ტალღით ხერსონი და მიმდებარედ ბევრი დასახლებული პუნქტი!
მოკრძალებული ოპტიმიზმით შეიძლება ითქვას, რომ აფეთქების შემთხვევაშიც ვითარება შეიძლება არ იყოს იმდენად დრამატული, როგორც ამას მოდელირებისას წარმოგვიჩენენ, თუმცა პრევენციულად აუცილებელია რომ მთელმა ცივილზებულმა სამყარომ მკაფიოდ გააგებინოს პუტლერს რა დაემართება პირადად მას, თუ ამის ჩადენას მაინც გადაწყვეტს!
ზაპოროჟიეში არსებითი ცვლილებების გარეშეა!
ხარკოვი/ლუჰანსკის მომიჯნავე ტერიტორიაზე ჩვენებმა კიდევ გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტები, ხოლო უშუალოდ ლუჰანსკის კრემენა-სვატოვეს და ლისიჩანსკის მიმართულებით აქტიური საბრძოლო მოქმედებები ჯერ არ ვითრდება!
დონეცკის ბახმუტი და სოლედარი როგორც იდგა, ენგრე დგაა! ამ პრიგოჟინს ეტყობა თავი აქვს დადებული, რომ მაგის ვაგნერელები აიღებენ ბახმუტს და აკლავს ზედ ბუზებივით! ჩვენთვის უკეთესი!
ბელარუსში იზრდება ურდოს კონცენტრაცია. მცირედით იზრდება ბელარუსის მხრიდან შეტევის რისკიც, მაგრამ არა კიევის, არამედ დასავლეთ უკრაინასთან შემაერთებელი არტერიული სარკინიგზო კვანძების მიმართულებით, რათა გადაჭრან შეიარაღების მომარაგება დასავლეთიდან!
ბუნებაა ყოველთვის თავისი კნონები და წესები აქვს და იმას ერგება ომის წარმოების სტრატეგიებიც! ჭაობები, ტყეები, წვიმები – ბელარუსის მხარეს ჩვენი მოკავშირეა და დაცვის ზღუდეა!
ჩვენც ველოდებით ზამთარს და ზედაპირის გაყინვას და შესაძლოა ურდოსებიც, მაგრამ ჩვენებს მოტივაცია სხვა აქვთ, ბელარუსებს კიდევ საერთოდ არ აქვთ, არც ურდოსებს!
ამბობენ, აშშ-ს კონგრესის 50 მილიარდიან დახმარებას ამზადებს უკრაინისთვის 2023 წლისთვის! იმასაც ამბობენ, თუ რესპები მოვლენ სენატის და კონგრესის უმრავლესობაში (სავარაუდოდ ასეც იქნება), რომ ეს დახმარება უკვე მიღებული იყოს და ხელი არ შეეშალოსო! ვნახოთ!
ბრიტანული მედია კიდევ ამბობს, რომ ბორის ჯონსონი ლიდერობს კონსერვატორთა შორის გამოკითხვაში პრემიერობის კანდიდატებს შორისო! დაბრუნდება ჯონსონიუკი?! ვნახოთ!
ბერლუსკონი და ტრამპი კი უბერავენ 2 ხმაში, პუტლერა არაა ცუდი კაცი, თანაც ბირთვული რაკეტები აქვს და ზელე უნდა მოელაპარაკოსო, მაგრამ “იტალიის ძმების” ლიდერმა ჯორჯა მელონიმ, ვინმეზე ნაკლები ევროატლანტიკოსის და უკრაინის მხარდამჭერის შუბაც დავხიეო! ჩვენ არ ვიქნებით საერთო ძალისხმევაში არც სუსტი რგოლი და მითუმეტეს არც რაიმე პრობლემის შემქმნელიო!
ამასობაში შეუჩერებელი და შეუდარებელი ხდება გერმანიის კანცლერი შოლცი! რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრინაშიო, ჩვენ ემაგათ გაზზე დამოკიდებული აღარ ვართ და საერთოდ ცივილზებულმა სამყარომ უნდა დაამარცხოს ბოროტება, დიქტატურა და ავტოკრატიაო! აშენდა შენი ოჯახი!
უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ დაინგრევა და გაცამტვერდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს პეტრიაშვილი.

იტვირთბა....