“თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ორ სკამზე ჯდომას, მას პრობლემები შეექმნება” – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო “მთავარ არხის” ეთერში გადაცემა მთავარ აქცენტებში საუბრობს.
მისივე თქმით, ივანიშვილის გუნდი 8 თვეა ვერ ჩამოყალიბა, ვის მხარეს დადგნენ.
“მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა აქვეყნებს იმ ადამიანების სახელებს, ვინც ეკონომიკურად ეხმარებიან პუტინს, რომ ეს ომი აწარმოოს. ეს სასანქციო სია შემთხვევითი არ არის. მმართველი პარტია და ბიძინა ივანიშვილი 8 თვეა ვერ ჩამოყალიბდნენ, ვის მხარეს დადგნენ. მათ უნდა გადაწყვიტონ სად უნდათ ყოფნა რუსეთის თუ თავისუფალი სამყაროს მხარეს. უკრაინა თავისუფალი სამყაროს ნაწილია და ამ სანქციებს ჩვენი პარტნიორებიც განიხილავენ. რა თქმა უნდა, არის სინქრონული თანამშრომლობა მათთან. ჩვენი მივაწვდით მათ ამ ინფორმაციას და ჩვენი მზიანია, რომ ყველა ადამიანი ვინც ტირანების მხარდასაჭერად მოქმედებს, საერთაშორისო სანქციების სიაშიც მოხვდეს. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიიღო მკაფიო სიგნალი, ალბათ მიხვდება ამ სიგნალის შინაარსს. თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ორ სკამზე ჯდომას, მას პრობლემები შეექმნება. ძალიან მინდა საქართველო ვნახო როგორც ნატოსა და ევროკავშირის წევრი, მაგრამ მთავრობის ქმედებებით ეს პერსპექტივა ზიანდება” – ამბობს გონჩარენკო.