ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი” – ლაშა ფურცხვანიძე

“არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი”, – ასე უპასუხა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულმა, კომპანია “გრინსერვის +”-ის დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებას.

“იმ მორალურ პასუხისმგებლობას მე არც და ვერც გავექცევი. პირველ დღესვე დაახლოებით 34 საათი გრძელდებოდა ჩემი დაკითხვა, მესამე და მეოთხე დღეს 16 საათი. არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი. ვინაიდან, სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო მხრებით, პირველ რიგში, ჩემი ინტერესია იქ რა მოხდა იმის გაგება. ყველაფერი მოყოლილი მაქვს, რაც ვიცოდი და თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ, მზად ვარ მოვყვე. არ ვაპირებ კომპანიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას და ამ ეტაპზე, არანაირი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას”, – აღნიშნა ლაშა ფურცხვანიძემ.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

იტვირთბა....