“ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებით უკრაინა საქართველოს აშანტაჟებს, რათა ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მეორე ფრონტის გახსნას ვერ მიაღწევენ:
“უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი არის დანილოვი, რომელიც მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ. ნახეთ, დანილოვი თან მოგვიწოდებს მეორე ფრონიტისკენ, თან ცდილობს დაშანტაჟებას. ვისთვის ითხოვს დაშანტაჟებას? – მეორე ფრონტისთვის, ლოგიკა თქვენთვის მომინდია. ვერც დანილოვი და ვერც სხვები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ვერ მიაღწევენ” – განაცხადა კობახიძემ.