პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება იმ ადამიანების მიერ მოხდა, ვინც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდა. საჯრველაძის თქმით, რადგან მეორე ფრონტი არ გაიხსნა, ამჯერად სხვა სტრატეგია აირჩიეს.
როგორც დეპუტატი აცხადებს, რომ ამის შემდეგ, ალბათ, უკრაინა აფხაზეთის დამოუკიდებლობასაც აღიარებს:
„იმ უწყებისგან, რომლის ხელმძღვანელიც ცოტა ხნის წინ გამოდიოდა და ამბობდა, რომ საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას, ქალები და ბავშვები უნდა იხოცებოდნენო, არ არის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გასაკვირი და ყველაფერი გასაგებია. ამ გადაწყვეტილების შემოქმედი ის ხალხია, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ. რადან ამ მოთხოვნებით მიზანს ვერ მიაღწიეს, ახლა როგორც ჩანს, სხვა სტრატეგიას მიადგნენ. ცუდია ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი?- ალბათ, დაადგებიან იმ გზას, როდესაც, მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ ან არ ვიცი, კიდევ რაღაც უცნაურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ასეთ აბსურდულ დასაბუთებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებაზე, არ ვიცი, შეიძლება, ომში მყოფი სახელმწიფო აძლევდეს თავს უფლებას და ამას ბედავდეს, მაგრამ არ მგონია, ნორმალურმა და თავმოყვარე სახელმწიფომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.
ვინმემ დედამიწის ზურგზე იცის ამის დასაბუთება, თუ რა გახდა დასანქცირების მიზეზი? სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვას ანდობენ ბატონ ზურაბ ადეიშვილს, გასაგებია, რომ სანქცია უნდა გავრცელდეს ვინმეს მიმართ, რომელსაც შეიძლება არავითარი ბრალი არ მიუძღოდეს“, – აცხადებს სარჯველაძე.

