ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დადგა ის დღე და წუთები, როდესაც ივანიშვილის ოჯახამდეც მოვიდა ეს კონკრეტული გადაწყვეტილება – ნიკა მელია ოლიგარქის დასანქცირებულ გარემოცვაზე

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია უკრაინის მიერ ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებას ეხმაურება. როგორც მელია აცხადებს, ბიზნესმენის ოჯახის დასანქცირების მიზეზი მსოფლიოს მტერთან – პუტინთან მეგობრობაა:

“როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი მსგავს გადაწყვეტილებას იღებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რომ კონკრეტული პირები და თანამდებობის პირები, რომლებსაც მიტაცებული აქვთ ქართული სახელმწიფოს მართვის სადავეები, მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცნენ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ შეთავაზების აღსრულებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

ეს ოჯახი არის ჩართული დასავლეთის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში. ეს გადაწყვეტილება ამ ყველაფერს ეფუძნება, სიგნალი უკვე მკაფიოზე მკაფიოა. ბატონი ივანიშვილი არის, არც მეტი და არც ნაკლები, მთელი დედამიწის, მსოფლიოსა და დემოკრატიული სამყაროს მტრის – პუტინის მოკავშირე.

დადგა ის დღე და წუთები, როდესაც ივანიშვილის ოჯახამდეც მოვიდა ეს კონკრეტული გადაწყვეტილება” – აცხადებს ნიკა მელია.

იტვირთბა....