ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ედიშერ კვარაცხელიას დაკრძალვაზე არ იმყოფებოდა ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი – ნიკა მელია

ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ედიშერ კვარაცხელიას დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
მელიას თქმით, კვარაცხელიას დაკრძალვაზე ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა.
“მშობლიურმა მიწამ მიიბარა გმირი, რომელიც ამ მიწას მტრისგან იცავდა იქ, სადაც მიეცა მისთვის ბრძოლის და თავგანწირვის შანსი – მშობლიური წალენჯიხიდან შორს – უკრაინაში.
თქვა კიდეც – შანსი მეძლევა რუსების წინააღმდეგ ბრძოლის და ამ შანსს ხელიდან ვერ გავშვებო. თქვა და არც გაუშვა ეს შანსი და გმირულად მოიხადა სამშობლოს ვალი.
უკრაინაში ბრძოლის ველზე დაცემული 20 გმირი მიიბარა უკვე ქართულმა მიწამ, ედიშერი მესამე წალენჯიხელია, ვინც შეეწირა სამყაროს თავისუფლებისთვის ბრძოლას.
პ.ს. დაკრძალვაზე ვერ იპოვიდი ხელისუფლების ვერც ერთ წარმომადგენელს…
უბრალოდ, არაფერია იმაზე ტრაგიკული და გულდასაწყვეტი, როცა ხელისუფლება ხელიდან არ უშვებს შანსს, რომ ამგვარი ჟესტებით, კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ცხადად დაგანახოს რომ მისთვის არც სამშობლოა ფასეული და არც ამ სამშობლოსათვის თავდადება..” – წერს ნიკა მელია.
იტვირთბა....