ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში ნახევარ მილიონამდე რუსი შემოვიდა

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 511%-ით მეტი ადამიანი შემოვიდა. აღნიშნულის შესახებ შს სამინისტრო ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს.

კერძოდ, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა 222 274 ადამიანი, გასულ წელს კი – 36 407.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ დღეებში რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელ ადამიანთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა.

იტვირთბა....