ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 24 ოქტომბერს აქციის მოწყობას გეგმავენ. საპროტესტო აქცია უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშიას არჩევას უკავშირდება. სტუდენტები არჩევის წესს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და მოითხოვენ რომ რექტორის არჩევის პირობები შეიცვალოს:
„ჩვენი მოთხოვნები არის სამართლიანი და ლეგიტიმური. ჩვენ ვიცავთ სტუდენტების უფლებებს. პროფესურა და უნივერსიტეტი უნდა ითვალისწინებდნენ სტუდენტების საჭიროებებს. ორშაბათს, ყველამ კიდევ ერთხელ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ყველანი შევიკრიბოთ“, – განაცხადა „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრმა საბა ქერქაძემ.