ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის გადაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა – გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დანაშაულების გამო კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა და თქვა, რომ დასავლეთი უკრაინას ბოლომდე უნდა დაეხმაროს:

„მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე არის ომის დანაშაული. რუსეთის დაბომბვა და სარაკეტო ტერორი, ისევე როგორც რუსი მამაკაცების ომისთვის მობილიზება, სასოწარკვეთილების აქტია. პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა“, – განაცხადა შოლცმა.

იტვირთბა....