“გრინსერვის +”- ის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ითხოვს. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ბრალდებული თანამშრომლობს გამოძიებასთან და მიმალვის საფრთხე არ არსებობს.
“საქმის მასალები, რომლებიც გადმოგვეცა დაცვის მხარეს და პირადად მე არ იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებული შესაძლოა დაემალოს გამოძიებას ან ხელი შეუშალოს განხილვას. პირიქით, გირაოს არ დავაყენებ მე. როგორც უკვე გითხარით, არ არსებობს მტკიცებულებების შესაბამისად იმის ვარაუდის საფუძველი, რომ აქ ზოგადად აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული. ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ გირაო უნდა იქნას გამოყენებული ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია. სხვა დეტალებზე და კითხვებზე, მოგვაინებით იქნება ვრცელი განმარტებები გაკეთებული“, – აცხადებს ადვოკატი.

