ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხმაური და დაპირისპირება თსუ-ში – რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს. გადაწყვეტილებას სტუდენტების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა.

აქციის მონაწილე ახალგაზრდები აცხადებენ, რომ დღევანდელი არჩევნები არალეგიტიმურია და ჯაბა სამუშია ამ თანამდებობაზე არ უნდა დაინიშნოს.

სტუდენტები ითხოვენ, რექტორის არჩევის წესი შეიცვალოს. ადგილზე დაცვის სამსახურია მობილიზებული.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია 6 თვის ვადით იქნა არჩეული.

იტვირთბა....