ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ვედანტ პატელის განაცხადებით, პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში საომარი მდგომარეობის გამოცხადა “სასოწარკვეთილი ტაქტიკაა”.
“არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსეთი სასოწარკვეთილ ტაქტიკას მიმართავს ამ ოლქებში კონტროლის მოპოვების მიზნით. სიმართლე ისაა, რომ რუსეთი ამ რეგიონებში არ სჭირდებათ და უკრაინაში ხალხი უარყოფს რუსეთის უკანონო შეჭრასა და უკრაინის ტერიტორიის ძალით დაპყრობას”, – აცხადებს პატელი.
პატელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაც უნდა თქვას ან გააკეთოს კრემლმა, დადგენილების თუ სხვა რამის საშუალებით, ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა.
“მათ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ. მათ არ აქვთ იურისდიქცია ამ ტერიტორიებზე. ეს არის უკრაინის მიწა და რუსეთმა, თავისი უკანონო ქმედებებით, უხეშად დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე დაარღვია გაერო-ს წესდება” – თქვა პატელმა

