ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ მალხაზ თავდგირიძემ, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა გუშინ დატოვა, ყოფილ თანაპარტიელებს უჩივლა და ისინი შანტაჟში დაადანაშაულა. თავგდირიძის თქმით, ოპოზიციური პარტიის წევრებმა მისი პირადი მიმოწერები უკანონოდ მოიპოვეს.
ამ წუთებში ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის წევრებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური კითხავს. დალუქულია მათი პირადი ტელეფონები.
ნაციონალური მოძრაობის წევრები აჭარაში სუს-ისა და ქართული ოცნების დაგეგმილ ერთობლივ სქემაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მალხაზ თავდგირიძემ ზეწოლას ვერ გაუძლო და ახლა ყველა მეთოდით ცდილობს ჩირქი მოსცხოს ყოფილ თანაგუნდელებს.