ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სისტემური პრობლემა არ ვლინდება, კონკრეტული გადაცდომა იყო – კობახიძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე

“ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ვაკის პარკის ტრაგედიის გამო კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი ცარიელი სპეკულაციაა. მისი განმარტებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დადგება, თუ რაიმე სისტემურ პრობლემას ექნება ადგილი. მან ასევე დაშავებულ მოზარდთან კალაძის სტუმრობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მერის პასუხისმგებლობის გამოვლენა იყო:

„ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სურათი. ამ 5 წლის განმავლობაში, კახი კალაძის ხელმძღვანელობით თბილისის მერიაში ათასობით პროექტი განხორციელდა და ეს პროექტები გამორჩეული იყო მაღალი ხარისხით, როგორც ვიზუალური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, სისტემურად პროექტები ხორციელება წარმატებით.

ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი. რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი პრობლემა არ ვლინდება. ასეთ ვითარებაში მერის, კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო.

მერის მხრიდან ბავშვთან სტუმრობა იყო ელემენტარული პასუხისმგებლობა. ფოტოების დადებას რაც შეეხება, რატომ დადო ბავშვმა ეს ფოტოები და შემდეგ ბავშვის ბულინგი, ესეც არასწორი მგონია. რაც შეეხება კახი კალაძეს, მისი მხრიდან ბავშვთან სტუმრობა იყო მერის პასუხისმგებლობის გამოვლინება“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....