გვიან ღამით ბათუმში მცირეწლოვან ბავშვს დენმა დაარტყა – ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს. მედიის ცნობით, მცირეწლოვანი გარე განათების ბოძს შეეხო, რამაც დენის დარტყმა გამოიწვია.
შემთხვევა ინასარიძის ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ძაბვა მაღალი სიმძლავრის არ ყოფილა, შესაბამისად, ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები.