ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

გაძარცვული მუზეუმები და დამწვარი წიგნები – რუსები უკრაინაში კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებენ

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსები კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებენ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს:

„დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ძარცვავენ მუზეუმებს და წვავენ უკრაინულ ენაზე დაბეჭდილ ლიტერატურას და სახელმძღვანელოებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, უკრაინაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებიც განადგურების საფრთხის ქვეშაა.

უკრაინის კულტურის მინისტრის ალექსანდრე ტკაჩენკოს განცხადებით, მის ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა სამოქალაქო ობიექტების, მათ შორის კულტურული დაწესებულებების, ეკლესიების, მეჩეთების, თეატრების, მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სერიოზულ განადგურებას იწვევს.

იტვირთბა....