რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ირანმა სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რათა დამპყრობლებს ირანული დრონების გამოყენება ასწავლონ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, როდესაც აგვისტოში რუსეთმა უკრაინაში ირანული დრონების გამოცდა და განლაგება დაიწყო, ბევრი დრონი გაუმართავი აღმოჩნდა. რუსი სამხედროები სისტემების გამოყენებასთან დაკავშირებულ წვრთნებს ირანში გადიოდნენ, თუმცა, ბოლო კვირებში, ირანელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა ყირიმში ჩასვლა დაიწყეს.
რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონების გამოყენებით თავდასხმები გააძლიერა. თეირანი უარყოფს, რომ რუსეთს დრონებს უკრაინაში გამოსაყენებლად აწვდის.