ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მივხვდი, რომ დროში იყო ცდომილება და მას ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა – ჩარკვიანი ამილახვარზე

პარტია “კანონის და სამართლის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოცნების დეპუტატზე გიორგი ამილახვარზე ისაუბრა, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა მოზარდების მშობლებს დააკისრა. როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, კომენტარის მოსმენისას ნათელი გახდა მისთვის, რომ ამილახვარი კარგად არ იყო ინფორმირებული

„ამ ტრაგედიის დროს მოვისმინე ამილახვარის განცხადება და ობიექტურობა მოითხოვს ვთქვა. უცებ რომ მოვისმინე ძალიან ცუდად გავხდი, არ მომეწონა და მერე დავიწყე გადახვევა და ვერ გავივლი ისე, რომ არ ვთქვა. აშკარად მივხვდი, რომ რესპონდენტს, დროში იყო ცდომილება და მას არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია მიღებული. ადამიანები ვართ, ასეთი რაღაც ხდება, მე არავის „გაპრავებით“ რომ არ ვარ დაკავებული და მითუმეტეს „ოცნების“ რომელიმე წარმომადგენლის, ეს ალბათ ძალიან კარგად იცით, მაგრამ ადამიანურად ის რისხვა, რომელიც დაატყდა თავს, რომ გადავახვიე რამდენჯერმე ვნახე, რომ რესპონდენტმა, ამ შემთხვევაში ამილახვარმა არ იცის ზუსტად ინფორმაცია და თვლის, რომ ბავშვები სადღაც შეიპარნენ და ვფიქრობ, ისიც კი არ იცის, რომ ბავშვი არის გარდაცვლილი, მე რამდენადაც გავარჩიე ასე იყო. ამას ნუ ჩამითვლით „გაპრავებაში“, მინდა რომ ერთი ქართველი გადავარჩინო“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

იტვირთბა....