„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა” სახალხო დამცველის 3 კანდიდატს დაასახელებს, რომელსაც არასამთავრობო სექტორმა გაუწია რეკომენდაცია. კერძოდ, ისინი კანდიდატებად ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილის და გიორგი ბურჯანაძეს წარადგენენ.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მათ კონსულტაციების შედეგად მიიღეს, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მის ნდობას მხოლოდ 3 კანდიდატი იმსახურებს და საზოგადოებას ვერ მოატყუებს და მეოთხეს ვერ დაასახელებს იმის გამო, რომ 7 კანდიდატი შეავსოს.
“ჩვენთვის ამოცანა არის, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები, დანარჩენს პროცესი გვიჩვენებს, არავის ვურჩევ “ქართულ ოცნებას” შეუვსოს ის ორი ხმა, რომელიც აკლია, თუ 2 ხმას შეუვსებ, აღარ ხარ ოპოზიცია.
რაც შეეხება 7 კანდიდატის დასახელებას – თაღლითური სქემა მოიგონეს, მე ხომ არ მომიგონია და არც მხარი დამიჭერია, რომ 7 უნდა დასახელდეს, თავის სატელიტები ხომ ჰყავთ, “სოციალისტები” ჰყავთ, სხვები ჰყავთ, წარადგენინონ მათ კანდიდატები,”, – განაცხადა ვაშაძემ.

