ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. გადაწყვეტილებას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.
ესტონეთის საკანონმდებლო ორგანო გმობს უკრაინის ტერიტორიის ანექსიას და ადასტურებს, რომ არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ჩატარებულ ფსევდორეფერენდუმებს.
პარლამენტი ასევე მხარს უჭერს საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაწყებულ გამოძიებას უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების დასადგენად და საჭიროდ მიიჩნევს აგრესიის დანაშაულის ჩამდენი პირების გასამართლებას საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ.
“პუტინის რეჟიმმა, რომელიც იმუქრება ბირთვული იარაღით, რუსეთი გადააქცია მშვიდობის ყველაზე დიდ საფრთხედ როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში”, – ნათქვამია განცხადებაში.