ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ოკუპანტების კიდევ ერთი სისასტიკე – ქალაქ ლიმანში 5 ბავშვის ცხედარი იპოვეს

დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში, უკრაინელმა სამართალდამცავებმა რუსული დაბომბვის დროს დაღუპული ხუთი ბავშვის ცხედარი იპოვეს.

“პოლიციელებმა 2021, 2019 და 2008 წლებში დაბადებული გოგონები და 2011 და 2012 წლებში დაბადებული ბიჭების ცხედრები ამოიყვანეს სამარხიდან. ორი გოგონა დები არიან. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ ბავშვებს ხელახლა დაკრძალავენ”, – ნათქვამია უკრაინის შსს-ს ინფორმაციაში.

ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან დღემდე უკრაინაში 425 ბავშვი დაიღუპა, 815-ზე მეტი კი დაშავდა. უწყება აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტი ბავშვი – 411 – დონეცკის ოლქში დაშავდა.

ხარკოვი – 258;
კიევი -16;
მიკოლაევი – 77;
ზაპოროჟიე – 69;
ჩერნიჰივი – 68;
ლუგანსკი – 64;
დნიპროპეტროვსკი – 31.
უკრაინის გენერალური პროკურატურა ასევე წერს, რომ ომის დაწყების დღიდან დღემდე, ოკუპანტების თავდასხმების შედეგად 2 663 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 326 კი მთლიანად განადგურდა.

იტვირთბა....