ახალი ამბები მთავარი ციტატა

„ბოდიშს ვიხდი და, ჩვენ არ გვყავს კარიკატურა პოლიტიკოსების გადასაყენებელი თბილისის მერი“ – ოდიშარია

[su_quote]  კი ბატონო, ბატონი ალეკო ელისაშვილისგან მისაღებია პოზიცია, რომ შეიძლება ის გვთავაზობს, ხომ არ სჯობს, რომ ვინმე გადადგეს, მათ შორის, თბილისის მერი. ეს მისი პოზიციაა და ამის დაფიქსირების უფლება აქვს. ბატონმა ფრიდონ ინჯიამ თქვა, რომ ის არ თვლის საჭიროდ კალაძე გადადგეს.

ყველა პოზიციასა და დამოკიდებულებას მივიღებთ იმ ადამიანებისგან, პოლიტიკოსებისგან, თუ უბრალოდ საზოგადოების წევრებისგან, რომლებიც ამ ტრაგედიით გულწრფელად თავზარდაცემული არიან, მაგრამ, ბოდიშს ვიხდი და ჩვენ არ გვყავს იმ მართლა კარიკატურა პოლიტიკოსების გადასაყენებელი თბილისის მერი, რომლებიც შალვა ნათელაშვილის კარიკატურებადაც კი არ გამოდგებიან. რას ნიშნავს ადამიანისთვის რაღაც დანაშაულზე მორალური პასუხისმგებლობის წინასწარ დაკისრება?. [/su_quote]

ამბობს “ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარია პარლამენტის სხდომაზე, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთნ დაკავშირებით.

იტვირთბა....