ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქურდობა ქუთაისის მერიაში – დაკავებულია ერთი პირი

ქუთაისის მერიის შენობაში მომხდარი ქურდობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ნაქურდალი ტექნიკა სრულად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დადგინდა, დამნაშავემ “მთავარი არხისა” და “ტვ პირველის” კუთვნილი აპარატურა მოიპარა.

იტვირთბა....