ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, დამიბაროს დაკითხვაზე – ანი წითლიძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანი წითლიძემ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართა და მისი დაკითხვაზე დაბარება მოსთხოვა. როგორც წითლიძემ განმარტა, მას ბევრი საინტერესეო ინფორმაცია აქვს გამოძიებისთვის, რომელიც გია ხარჩილავას ავტომობილის დაწვას ეხება:
„5 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც წალენჯიხაში, წალენჯიხის არჩეულ მერს, ერთადერთ ოპოზიციურ მერს საკუთარ სახლთან საკუთარი ავტომობილი დაუწვეს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში 5 დღე იქნებოდა საკმარისი იმისათვის, რომ გამოძიება კონკრეტულ შედეგებამდე გასულიყო, მაგრამ ამ 5 დღის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ ბატონი ხარჩილავა დაზარალებულად ცნეს, ჩვენ არ გვაქვს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხი – ვინ არიან დამნაშავეები და ვინ არიან დამკვეთები? რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი პოლიციისგან, რომელიც რეალურად „ქართული ოცნების“ შტაბად არის ქცეული რეგიონში და რომელსაც კონტრაბანდისტი გიგა ძესაშვილი ხელმძღვანელობს, ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ როგორ ვერსიაზეც არ უნდა მუშაობდეს შსს, ხარჩილავას ავტომობილის დაწვა იყო მცდელობა ხარჩილავას დაშინების, მისი შეჩერების და ეს უკავშირდება მის საქმიანობას. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები მანამდე, როგორ ხდებოდა მუქარები და ზეწოლა ხარჩილავაზე, მათ შორის მისი ოჯახის წევრებზე. აქედან მსურს მივმართო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელზეც განსაკუთრებული წარმოდგენა მე ნამდვილად არ მაქვს. როგორც მინისტრი, ის ვალდებულია დამიბაროს დაკითხვაზე, რადგან ვაცხადებ, რომ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, კონკრეტული მტკიცებულებებით, ვინ შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომელთაც სცადეს ხარჩილავას დაშინება და დაწვეს მისი ავტომობილი საკუთარ სახლთან. ძალიან ცუდად იცნობენ ეს ადამიანები წალენჯიხის მერს და ძალიან ცუდად გვიცნობენ ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“.

თქვენ, უმრავლესობის წევრებო, წესით, უნდა გაინტერესებდეთ რა მოხდა წალენჯიხაში, რადგან როდესაც მერს უწვავენ ავტომობილს, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ევროპული კურსი, დემოკრატია და თქვენ პოლიტიკურ ოპონენტებს უსწორდებით რუსული მეთოდებით“, – განაცხადა წითლიძემ.

იტვირთბა....