ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩხოროწყუში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტ სოფელ ლეწურწუმეში, გამთენიისას ხვიჩა ესართიას საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა საცხოვრებელი სახლის ორივე სართული.

სახლში შუახნის ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა,მათ საოჯახო ნივთებისა და ავეჯის გამოტანა ვერ მოხერხეს.

დაზარალებული ოჯახი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რამაზ გულუამ, საკრებულოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას.დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზარალის შესაბამისად დაეხმარებიან.

იტვირთბა....