ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ასე უაპელაციოდ ვინც დაგაბრალათ, თქვა დიდი სისულელე – დავითულიანი ოპოზიციას

[su_quote]ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ასე უაპელაციოდ ვინც დაგაბრალათ, თქვა დიდი სისულელე, იმიტომ, რომ გამოძიებამ დღემდე ვერ დაადასტურა, მაგრამ მეორე, უბედურება იცით რა არის ?! ისეთები გქონდათ გაკეთებული, რომ ხალხმა ეს დაიჯერა და მიიღო.

უკანასკნელ წლებში ისე ხდება, რომ დიდი ტრაგედიები ტრიალდება ჩვენს ქვეყანაში და მერე ხდება ამისი გაუბრალოება პოლიტიკურ დისკურსში შემოტანით, რაც არის ცალკე ტრაგედია, რომ ასე შეგვიძლია ამხელა ტრაგედიები საკამათო და საპოლემიკო გავხადოთ. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების ნაწილს არჩეული აქვთ ეს გზა და ამ გზაზე, სამწუხაროდ, ვერ ვუშლით და არ იშლიან. შეგვიძლია ამას გავცეთ პოლიტიკური პასუხი და შეგვიძლია ძალიან მძიმედ გავცეთ, მაგრამ, მე მგონი, ეს ტრაგედია და იმ ბავშვის ხსოვნა არ იმსახურებს იმას, რომ იმავე განწყობით ვუპასუხოთ რა განწყობითაც ისინი ბრალს გვდებენ. რაც შეეხება იმ ნაწილს, რომ რატომ აქამდე არავინ არ დაიჭირა გამოძიებამ, გამოძიება დაიჭერს აუცილებლად, ვინც იქნება პასუხისმგებელი და ეს თუ ასე არ მოხდება, მეც თქვენთან ერთად პრეტენზიას წავუყენებ ყველას, ვისაც ეს საქმე უნდა გამოეძიებინა და არ გამოიძია[/su_quote]

ასე მიმართა ოცნების დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ოპოზიციას.

იტვირთბა....